Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სამსონ სულუხია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. 1965 წელს სწავლობდა რიგის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1976წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განყოფილების გამგედ; 1976-1978წწ. მოსკოვის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიარა მიზნობრივი კლინიკური ორდინატურა ფსიქიატრიაში; 1978 წლიდან ასევ არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1982 წლიდან მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1988 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი. გამოქვეყნებული აქვს 38 სამეცნიერო ნაშრომი. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფსიქო-მოტორული აღგზნების კუპირება პერიოდული და შუბისმაგვარი შიზოფრენიის დროს". სადოქტორო დისერტაციის თემა - "უარყოფითი მედიკამენტოზური პათომორფოზი შიზოფრენიის დროს(კლინიკა და მკურნალობა)". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.256 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |