The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე გარბერი

ალექსანდრე გარბერი
Date of birth:31 May, 1948  (76 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა ქ. როსტოვის მუსიაკლური სასწავლებელი 1966 წელს(საფორტეპიანო), ქ. მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკა-პედაგოგიური ინსტიტუტი 1971 წელს.

1975 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში გაიარა სტაჟირების კურსი(ფორტეპიანო); 1975-1982წწ. იყო ქ. უფის(რუსეთი) ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი(ფორტეპიანო), პარალელურად, რუსეთის ფილარმონიის სოლისტი; 1982 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი, 1992 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 2004 წლიდან პროფესორი, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; აღზარდა მრავალი თაობა ლაურეატი მოწაფეებისა: ა. აბულაძე, თ. ალავიძე, ნ. ბარქაია, ე. გაგნიძე, ნ. ზაქაიძე, ს. კისელიოვი, ნ. მარგველაშვილი, ნ. მიდელაშვილი, ი. ჭარუაშვილი; გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, ესპანეთი, გერმანია. პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 98



Share: