The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დევი ტაბიძე

დაბადების თარიღი:25 მაისი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1988 წელს.

1988-1990წწ. მუშაობდა მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში; 1990-1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ჰეპატიტების სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1996წწ. ი. ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორი, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი, 1996 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე-რეფერენტი და სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალ "რეპროდუქტოლოგიის" მენეჯერი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა ეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის საკითხებზე. რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე პაციენტთა არაეფექტური ქირურგიული მკურნალობის შედეგების ანალიზი".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.258

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოსკოპისტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: