Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ გეგუჩაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა თბილისის II მუსიკალურ სასწავლებელში 1932-1935წწ., ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1935-1938წწ.(ვოკალური). 1939 წლიდან სწავლა განაგრძო მოსკოვის საოპერო სტუდიაში, რომელიც არ დაუმთავრებია; მღეროდა ვ. ა. გოგიტიძის გუნდში; 1939-1941წწ. იყო სტანისლავსკის სტუდიის მსახიობი; 1944-1956წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიკულ-დრამატული ტენორი); 1956 წლიდან მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრის სოლისტი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; ქართული რეპერტუარი, ოპერები: მალხაზი, აბესალომი, მგოსანი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), მასხარა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), შოთა (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ზაქრო, ლაშქარა (ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარა"), სოგრატი (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"); სხვა რეპერტუარი: ხოზე (ბიზე "კარმენი"), კავარადოსი (პუჩინი "ტოსკა"), რადამესი, მანრიკო (ვერდი "აიდა", "ტრუბადური"), ფაუსტი (გუნო "ფაუსტი"), კანიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), გერმანი, ანდრეი (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "მაზეპა"), გრიგორი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ბოგუნი (დენკევიჩი "ბოგდან ხმელნიცკი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |