| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1976-1978წწ. სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის გაერთიანებული სასწრაფო დახმარების კლინიკური საავადმყოფოს სანიტრად და ამავე კლინიკური საავადმყოფოს ექთანად (1978-1981); 1981 წელს ბილნისის რაიონის კაზრეთის სამედიცინო სანიტარული ნაწილის ექიმი - ქირურგი; (1981–1984) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი გენეტიკის სპეციალობით, ჯერ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი (1984-1989); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა პირველი კათედრის დოცენტი (1989-2005, პროქტოლოგიის განხრით); პარალელურად იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერნატურისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე (1990-2004). ექიმი-ქირურგი, პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1984). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის დიფუზური პოლიპოზის კლინიკო-გენეტიკური შესწავლა", დაიცვა 1984 წელს ( ქ. მოსკოვი, საკავშირო სამედიცინო აკადემიის სამედიცინო გენეტიკის ინსტიტუტი). წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.261; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.83-85-86
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

