Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივეტა გერსამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(ინგლისური ენა), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(ვოკალური). 1965-1975წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი(სოპრანო); 1980 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კამერული სიმღერა), 1990 წლიდნ პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; მოწაფეები არიან: მ. ნიორაძე, ე. ჭყონია, თ. ჯავახიშვილი(ივერი), ნ. ქავთარაშვილი(მირიანი), ნ. ჯავახიძე; მის რეპერტუარში იყო: რომანსები, საოპერო ნაწყვეტები; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვოკალური შემსრულებლობის ზოგიერთი საკითხი დ. უზნაძის განწყობის თეორიის შუქზე", დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მომღერლის შემოქმედების ფსიქოლოგია", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 106
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |