The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაირა გლუნჩაძე

ნაირა გლუნჩაძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(ვოკალური).

III კურსიდან მღეროდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტიდიაში; 1982 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(სოპრანო); 1993 წელს გერმანელი რეჟისორის ჰ. ვედეკინდის მიწვევით, მონაწილეობდა ქ. ზაარბრიუკენის საოპერო თეატრში შესარჩევ ტურში, სადაც გამარჯვების შემდეგ მიიღეს თეატრის სოლისტად; კონკურსების შემდეგ მიიწვიეს რომის საკათედრო ტაძარში, სადაც დიდი წარმატებით შეასრულა ნ. გაბუნიას "Ave Maria"; XX საუკუნის 90–იანი წლებიდან მოღვაწეობს ევროპაში; პოპულარიზაციას უწევს ქართველ კომპოზიტორთა: დ. არაყიშვილის, ვ. აზარაშვილის, ა. კერესელიძის, ა. მაჭავარიანის, ნ. გაბუნიას სიმღერებს, რომანსებს; მის რეპერტუარშია: დეზდემონა, ოსკარი, ნანეტა, ვიოლეტა, ჯილდა (ვერდი "ოტელო", "ბალ–მასკარადი", "ფალსტაფი", "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ლიუ, მიმი (პუჩინი "ტურანდოტი", "ბოჰემა"), მიქაელა (ბიზე "კარმენი"), ადანი (დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი"), ცერლინა, სერვილია, პამინა(მოცარტი "დონ ჟუანი", "ტიტუსის ლმობიერება", "ჯადოსნური ფლეიტა"), ტატიანა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"); გასტორლებით იმოგზაურა: ბუსეტო (1991, (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად), გერმანია (1994), შვეიცარია (1997). 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 112

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი, "სეზონის საუკეთესო სახე"
  • 1987 - საფრანგეთის ვოკალისტთა მსოფლიო ოცდამეცამეტე კონკურსი(ტულუზა), დიპლომი
  • საერთაშორისო კონკურსი "ვერდის ხმები" , I პრემია და ლაურეატის წოდება

გააზიარე: