შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1975-1978წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1978-1985წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1989წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2006წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 2004 წლიდან კვიპტაუნის (Cape Town) უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სენატის წევრი; 2011 წლიდან ამავე უნივერსიტეტის College of Fellows-ს წევრი; 2006 წლიდან ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის საპატიო წევრი; 2005 წლიდან სამხრეთ აფრიკის National Research Foundation-ის A რეიტინგის მქონე მკვლევარი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ზოგად კატეგორიათა თეორია და კატეგორიული ალგებრა, მათ შორის აბსტრაქტული გალუას თეორია და მისი ცნობილი და ახალი მაგალითები, გროთენდიკის დაწევის თეორია და ნახევრად აბელური კატეგორიები. მისი ნაშრომები გამოყენებულია ალგებრისა და გეომეტრია-ტიპოლოგიის სხვადასხვა დარგში. გამოქვეყნებულია მისი 79 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mathematical Reviews მიხედვით დღეისათვის ციტირებულია 601-ჯერ 117 ავტორის მიერ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.212; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |