The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზოია გოგელავა

Date of birth:20 June, 1938  (86 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1957 წელს.

1957 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი (სახასიათო პარტიები); 1977–1979წწ. სტაჟირება გაიარა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1980–1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი(კლასიკური და სახასიათო ცეკვები), პარალელურად ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგი (სკლასიკური და სახასიათო ცეკვები); ქართული რეპერტუარი: ქართული (გრ. კილაძე "სინათლე"), ოდალისკა(დ. თორაძე "გორდა"); სხვა რეპერტუარი: მერსედესი (მინკუსი "დონ კიხოტი"), ბოშური, ლირიკული (კრეინი "ლაურენსია"), თეთრი, ვარდისფერი (რიმსკი–კორსაკოვი "ესპანური კაპრიჩიო"), ინდური (მინკუსი "ბაიადერა"), ბასკური (ასაფიევი "პარიზის ალი"),  ბოლერო(რაველი "ბოლერო"), გედების ოთხეული(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), ვილისი(ადანი "ჟიზელი"), ქალიშვილი (დე ფალია "ცეცხლის ცეკვა"), აფრიკული (გერშვილი "ცისფერი რაფსოდია"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებიდან: ქართული (ზ. ფალიაშვილი "ლატავრა"), ესპანური (ბიზე "კარმენი"), ყივჩაღთა ცეკვა (ბოროდინი "თავადი იგორი"), ესპანური (ვერდი "ტრავიატა"); გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი (თბილისის საბალეტო დასთან ერთად).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 114

Awards and Honors

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: