The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ დუგლაძე

ვახტანგ დუგლაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:2011  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კლდეეთი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს.

1943 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში; 1946-1948წწ. მუშაობდა მოსკოვში ა. ქუთათელაძის სახელოსნოში; 1954-1959წწ. იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის, 1959-1964წწ. თავდაპირველად სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის საქართველოს პავილიონის, შემდეგ რესპუბლიკების პავილიონების მთავარი მხატვარი; 1964-1979წწ. საკავშირო საზოგადოება "ზნანიეს" საცდელი ექსპერიმენტული ფაბრიკის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე; ამ პერიოდში მისი ნახატების მთავარი თემატიკა იყო "მეცნიერული ციმბირი" და "კოსმოსის ათვისება საბჭოთა კავშირში"; აპროექტებდა ამ გამოფენებს, აწყობდა ექსპოზიციებს; ძირითადად მოღვაწეობს პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრში; ნამუშევრები: "ახალგაზრდა პარტიზანის დაკითხვა" (1943), "გენერალი ლესელიძე ფრონტზე" (1945); სერიები: "შვეცია" (1972), "ამერიკის შეერთებული შტატები"(1976-1977), "იტალია" (1979); განსაკუთრებით აღსანიშნავია მის ნამუშევართა ვრცელი სერია "საქართველო" (1977-1986); ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.502

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: