The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატო ქათამაძე

ნატო ქათამაძე
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს.

1993-1995წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის №1 კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1995 წლიდან - ამავე კათედრის (სამკურნალო ფაკულტეტის  შინაგან სნეულებათა №1 კათედრის) უფროსი ლაბორანტი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება გულის ქრონიკული რეფრაქტერული უკმარისობის ბიოქიმიურ საფუძვლებს. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროსტაგლანდინები და ციკლური ნუკლეოტიდები რეფრაქტერულად მიმდინარე გულის ქრონიკული უკმარისობის დროს", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - გულის ქრონიკული უკმარისობის მოდელირების სტრუქტურულ-ფუნქციური საფუძვლები კარდიომიოპათიების დროს", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.281; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.372

ბიბლიოგრაფია

  • დილატაციური კარდიომიოპათია : რეკომენდაციები სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ–ტის შინაგანი მედიცინის N 3 კათედრა , 2005. - 23გვ.

გააზიარე: