შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავრორა ქემოკლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1962წწ. იყო დუშეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი; 1962-1978წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 49 სამეცნიერო ნაშრომისა და მეთოდური რეკომენდაციისა სისხლის შედედების სისტემის ცვლილებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თრომბოჰემორაგიული სინდრომი(ეტიოლოგია, პათიგენეზი, დიაგნოსტიკა, კლინიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა)"(1989). მიღებული აქვს სიგელები, ფულადი პრემიები, მადლობა პირად საქმეში შეტანით. კოაგულოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოკოაგულაციური პროცესის მდგომარეობა და სისხლძარღვთა ქსოვილის კედლის ექსტრაქტის კოაგულაციური აქტივობა შაქრიანი დიაბეტის დროს", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.285 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |