შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ გომელაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის ზ. ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ (ჩელოს სპეციალობით, პედაგოგი გ. ბარნაბიშვილი) 1956 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში ვიოლონჩელის სპეციალობით. 1957 წელს სწავლა მოსკოვის გნესინების სახ. ინსტიტუტში გააგრძელა (პროფ. ალ. ვლასოვის კლასი), მისი კამერული კლასის პედაგოგი იყო გამოჩენილი მუსიკოსი მარია იუდინა, ხოლო, კვარტეტის კლასს ასწავლიდა პროფ. ვიქტორ კუბაცკი. გნისენები დაამთავრა 1961 წელს. თ. გომელაური ადრეული ასაკიდან უკვე გამოდიოდა კონცერტებით აუდიტორიის წინაშე. 15 წლისამ თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, შ. აზმაიფარაშვილის დირიჟორობით შეასრულა შ. სენ-სანსის სავიოლონჩელო კონცერტი. იგი მუშაობდა "გოსკონცერტში" კვარტეტის შემადგენლობაში. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის კონსერვატორიაში მოღვაწეობდა კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრაზე პედაგოგად. 1968–1972 წლებში, ხოლო შემდგომ 1990–1997 წლებში მუშაობდა კაიროს (ეგვიპტე) ნაციონალურ კონსერვატორიაში. 1975–1978 წლებში კი ალჟირში. პედაგოგობის პარალელურად თ. გომელაური ეწეოდა ფართო საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც საქართველოში, ასევე ყოფილ სსრკ და საზღვარგართის ქვეყნების საესტრადო სცენაზე. კონცერტები გამართული აქვს იაპონიის 23 ქალაქში, ვალენსიაში (ესპანეთი), რომში და სხვა. მისი საკონცერტო რეპერტუარი მდიდარი და მრავალფეროვანია. მასში შედის ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორები, კლასიკოსები, მათ შორის ვენის ყველა კლასიკოსი, რომანტიკოსები, იმპერსიონისტები, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. მისი მოწაფეები იყვნენ: გ. ხეოშვილი, მ. ლორია, ზ. შამუგია, ნ. ჟვანია; არაბი მუსიკოსები: პ. ჩაიკოვსკის სახ. კონკურსის დიპლომანტები: მუსტაფა ნაგი, ჰასან შარარი. მის რეპერტუარში იყო, ქართული: ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, შ. თაქთაქიშვილი, ვ. აზარაშვილი, ა. შავერზაშვილი, ნ. გუდიაშვილი, ა. ბალანჩივაძე – საფორტეპიანო ტრიო. ვიოლონჩელისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 118; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.100 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |