The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ დუმბაძე

ანტონ დუმბაძე
დაბადების თარიღი:1824
გარდაცვ. თარიღი:1907  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

ქართული საეკლესიო გალობის ერთ-ერთი უბადლო მცოდნე და მასწავლებელი; სამგალობლო ტრადიციების მქონე დუმბაძეების საგვარეულო ოჯახის წარმომადგენელი, მოღვაწეობდა გურიაში შემოქმედის მონასტერში; მასთანაა დაკავშირებული გალობის განსაკუთრებული კილოს შემოღება, შესწავლა, დაცვა და განვითარება; იგი ამ საგვარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო XIX  საუკუნის დასასრულს საქართველოში; თანამედროვეთა შეფასებით იგი არის "თვით პაპა გურულის გალობისა, აღდგენილი და განმამტკიცებელი მისი მთელს გურია-სამეგრელოში"; ის "სრული მგალობელია", რომლის გარშემოც თავს იყრიან ცნობილი შემსრულებლები: მელქისედეკ ნაკაშიძე, რაჟდენ ხუნდაძე, ნესტორ კონტრიძე, დავით დუმბაძე; მისი საგვარეულოს მიერ დამკვიდრებულ კილოს, შემდგომში დუმბაძის კილო ეწოდა; ცნობილმა მუსიკოსმა, მომღერალმა და ფოლკლორისტმა ფილიმონ ქორიძემ მისგან გურიაში ჩაიწერა, ნოტებზე გადაიტანა და კრებულების სახით გამოსცა ასობით საგალობელი; ესენია: პარტიტურა N1 "ქართული გალობა-ლიტურგია იოანე ოქროპირისა, მღვდლისა და მღვდელ-მთავრისათვის" (ტფილისი, 1895), პარტიტურა N2 "საგალობელნი პირველშეწირულისა ვასილი დიდისა, მღვდლად კურთხევისა და ქორწინებისა"; დიდი ნაწილი მის მიერ გადმოცემული საგალობლებისა დღემდე გამოუქვეყნებელია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.507


გააზიარე: