The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გორგიძე

დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 2004  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჯიქიას სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1950 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს(ვოკალური).

1960 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; მოგვიანებით დ. მჭედლიძის რჩევით, ბარიტონიდან ტენორზე გადავიდა; მალე შედგა მისი როგორც დრამატული ტენორის დებიუტი, რადამესი (ვერდი "აიდა"); ნელ–ნელა დაკარგა ხმა და 1973 წელს დატოვა საოპერო სცენა; მის რეპერტუარში იყო, ქართული: კუჭატნელი (ა. ბუკია "არსენა"), კიაზო (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), გოჩა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ტარიელი, არსაკიძე (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", "დიდოსტატის მარჯვენა"); სხვა რეპერტუარი: კავარადოსი(პუჩინი "ტოსკა"), კანიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), მანრიკო, ოტელო (ვერდი "ტრუბადური", "ოტელო"), ხოზე (ბიზე "კარმენი"), სემიონ კოტკო (პროკოფიევი "სემიონ კოტკო"). დრამატული ტენორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 120

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: