The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ღვალაძე

მურმან ღვალაძე
სხვა სახელი:პატივცემული  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1956
გარდაცვ. თარიღი:2019  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს.

1983 წელს იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1992 წელს ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, 3 გამოგონების, რომლებიც ეხება ჰემორაგიული შოკის ფარმაკოლოგიას, Ca 2+ ნელი არხების ბლოკატორებს. არის 3 სადოქტორო და 2 საკანდიდატო დისერტაციის პრაქტიკული ხელმძღვანელი, ასევე ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას. არის ახლი ნაერთ "ჰე-88" ავტორი. სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ჩრდილოეთ კაროლინის გრინვილის უნივერსიტეტთან. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Поиск и изучение веществ, обладающых протовошоковой активностью среди структурных аналогов рифтироина, фосфекреатина и замещенных пирролов", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.294

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სტომატოლოგიის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1994-)
  • ფარმაკოლოგთა ასოციაციის სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე

გააზიარე: