The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელგუჯა გუმბერიძე

ელგუჯა გუმბერიძე
Date of birth:17 December, 1925  (99 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქორეოგრაფიული სტუდია (პედ.: ჭიჭიკო აგაევი, დავით უშვერიძე)

სტუდიის დამთავრებისთანავე 1944 წელს მიიწვიეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, პარალელურად მუშაობდა ქორეოგრაფად სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში; 1944 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებშია და სამხედრო ვალის მოხდასთან ერთად ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული დივიზიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; 1951 წლიდან მუშაობდა ქუთაისის კულტურის სახლში და ქუთაისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანებაში; ამ კოლექტივებში დადგმულმა ცეკვებმა "აჭარულმა სიუიტამ", "აყვავებულმა აჭარამ", "ნადირობამ", "ლხინმა", "ქაჯეთის ციხის აღებამ" და სხვა, დიდი აღიარება ჰპოვა; 1952 წლიდან იგი მიიწვიეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის ქორეოგრაფად; 1953–1956წწ. ცეკვებს დგამდა: სოხუმის, ზუგდიდის, ცხაკაიას თეატრებში; 1962 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქუთაისის ლენინური კომკავშირის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს; მან საგასტროლოდ იმოგზაურა პეტროზავოდსკში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, რიაზანის ოლქში, კონცერტები გამართა მოსკოვის კრემლის თეატრში. 1965 წლიდან ტყიბულის ხალხური ცეკვის ანსამბლს ჩაუდგა სათავეში; პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში გამართულ კონცერტებზე წარმოდგენილმა ცეკვა-სიუიტამ "ღრეობა მთაში", დიდი მოწონება დაიმსახურა; 1978 წელს თერჯოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, ინგლისში გამართულ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დიდი აღიარება მოიპოვა; 1976 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ქუთაისის ფილიალის დამდგმელი ბალეტმაისტერი; ამ პერიოდში მან დადგა ცეკვები ზ. ფალიაშვილის "დაისში", "აბესალომ და ეთერში", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერში", ო. თაქთაქიშვილის "მინდიასა" და "მთვარის მოტაცებაში", რ. ლაღიძის "ლელაში", დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალში" და სხვა. მას დადგმული აქვს ქორეოგრაფიული სცენები დრამატული თეატრის ბევრ სპექტაკლში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1951) და მოსკოვის მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო დიპლომი (1964).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 129; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.51

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1964 - საპატიო დიპლომი
    მოსკოვში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი, ყრილობათა სასახლე
  • 1951 - საპატიო სიგელი
    სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

Share: