შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლატავრა ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1965-1966წწ. იყო პანსიონატ-პოლიკლინიკური გაერთიანების "ჟოეკვარის"(გაგრა) ექიმი-ორდინატორი; 1967-1987წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის პოლიკლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1987-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა №3 კათედრის დოცენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის ნაწილი გამოქვეყნებულია უცხოურ პრესაში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თრომბოჰემორაგიული სინდრომი"("საბჭოთა საქართველო", 1989). 1985 წელს თბილისის ჯანდაცვის სამმართველოსთან არსებული ექიმთა საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა თერაპევტის უმაღლესი კატეგორია. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზური პროცესის მოშლის მკურნალობა გაურთულებელი და გართულებული ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.302 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |