შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტუკა გულისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს (საფორტეპიანო). 1967 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (სავალდებულო ფორტეპიანო), 2003 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას; ის არის მრავალი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტი, მათ შორის: ნ. გუდიაშვილი - საფორტეპიანო კონცერტი N4 "მშობლიური ბუნების სურათები" (1961), ვოკალური ციკლი (1967), საფორტეპიანო სონატები N1, N2 (1975), საფორტეპიანო სიუიტები N1, N2 (1976, 1978), 24 საფორტეპიანო პრელუდია (1979), საფორტეპიანო კვინტეტი (1981), მ. შუღლიაშვილი ვარიაციები (1962), მისივე სექსტეტი 2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისათვის (1976), ა. მაჭავარიანი პრელუდია და ფუგა (1970), ო. თაქთაქიშვილი "დუდუკი" (1970), ე. შავერზაშვილი საფორტეპიანო მინიატურები, პიესები (1969), ვალსი "Romantik"(2000), ფ. ღლონტი ვალსი ოპერიდან "იბერიელები" (1969), ნ. გაბუნია საფორტეპიანო სონატა N2 (1970), ნ. ვაწაძე საფორტეპიანო კონცერტი(1963), ე. სანაძე საფორტერპიანო სონატა (1972), დ. ჩხეიძე "10 წამიერება" (1972), ვ. ცაგარეიშვილი "4 ნოველა" (1973); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N3, ბარტოკი N2, პროკოფიევი N3, შოპენი N1, ჩაიკოვსკი N1; კამერული რეპერტუარი: შოპენი სონატები, სკერცოები, ბალადები, პრელუდიები, ვალსები, ლისტი ეტიუდები, შუბერტი სონატები, შუმანი "კარნავალი", პროკოფიევი საფორტეპიანო სიუიტა ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა"; გასტროლებით იმოგზაურა: საქართველო, სსრკ, გერმანია, რუსეთი; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 129
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |