The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გუნაშვილი

ვახტანგ გუნაშვილი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1926
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 2010  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სტუდია 1949 წელს.

1937-1940 წლებში სწავლობდა ქართულ ცეკვებს თბილისის პიონერთა კლუბთან არსებულ ცეკვის თვითმოქმედ წრეში მ. რაქვიაშვილის ხელმძღვანელობით. 1945-1946 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიასთან არსებული ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი). 1945-1959 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, 1945 წელს მუშაობდა საქრთველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ქართულ ჯაზში. 1947 წელს ჩაირიცხა და 1950 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ საბალეტო სტუდია (დირექტორი და მხატვრული ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი). 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. მის მიერ შესრულებული 20-ზე მეტი საბალეტო ქართული რეპერტუარიდან: ჯარჯი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), დერვიში, რევაზი (გრ. კილაძე "სინათლე"), მამია (დ. თორაძე "გორდა"), დემონი (ს. ცინცაძე "დემონი"), იაგო (ა. მაჭავარიანი "ოტელო"), ბერიკა, მხატვარი (ბ. კვერნაძე "ბერიკაობა", "მხატვრის სახელოსნოში"). სხვა რეპერტუარიდან: კლავდიუსი (რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), ვაჟი (ბახი "პასაკალია"), ბაზილი (მინკუსი "დონ კიხოტი"), უფლისწული (ჩაიკოვსკი "მაკნატუნა"), ვაცლავი (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), დონ ჟუანი (რ. შტრაუსი "დონ ჟუანი"). ყველა ქართულ ოპერაში ასრულებდა ცეკვას "ქართული", ამ ცეკვით განსაკუთრებით გაითქვა სახელი, მისი პარტნიორი იყო იამზე დოლაბერიძე. დადგა ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია" (1973-1974 წლები ქ. ზაარბრიუკენი, გერმანია). 1939 წელს მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკური ოლიმპიადის I პრემია "ქართულის" და "ინგუშურის" შესრულებისთვის. გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, კანადა, ალჟირი, მაროკო, ტუნისი. დაჯილდოებულია სიგელებითა და მედლებით.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 129; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.101; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.191-192

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: