The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციალა გურგენიძე

ციალა გურგენიძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 2022  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა შ. რუსთაველი სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობის განხრით 1963 წელს.

1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, მათ შორის: ბუჭუტა (შ. ჯოჯუა "უცნაური მკვლელობა"), ბოლოქანქარა (ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), მარიტა (ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ფრონტზე"), ეკა, დოფინა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს"), ლოტა, მირანდოლინა, მარგო (გ. ცაბაძე "ჩემი შეშლილი ძმა", "მირანდოლინა", "კურკას ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: ანჟელიკა (მოდუნიო "შავი ურჩხული"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), თელი (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალან"), მარჯორი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი"). ც. გურგენიძემ ფილმებში განასახიერა როლები: ცუცა ("კუჩხი ბედნიერი"); ქეთო ყარაულაშვილი ("სიყვარული ყველას უნდა"); დედა ("თბილისი ჩემი სახლია"); დუდა ("მრავალი წერტილი"). კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 132; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: