Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან შალამბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1988 წელს. 1984-1990წწ. იყო თბილისის ბავშვთა 23-ე პოლიკლინიკის და ბავშვთა მე-3 პოლიკლინიკის კარდიორევმატოლოგი; 1983-1984წწ. და 1986-1988წწ. სპეციალიზაცია და კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვში, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რევმატოლოგიის ინსტიტუტში, 1988 წელს იყო ამავე ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის დოცენტი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იუვენილურ რევმატოიდული ართრიტის თანამედროვე მიმდინარეობის თავისებურებებს, მის მკურნალობას: პირველად რევმოკარდიტსა და ტონზილოგენური კარდიოპათიის ექოკარდიოგრაფიულ დიფერენციალურ ანალიზს, გულსისხლძარღვთა სისტემის არარევმატიული გენეზის დაავადებების ეპიდემიოლოგიას. კარდიორევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიმეთილსულფოქსიდი იუვენილურ რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.306 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |