The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გიორგი ეგნატაშვილი

გიორგი ეგნატაშვილი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1885
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1962  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსები 1909 წელს.

მუშაობდა ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით 1912 წელს მოეწყო ტანმოვარჯიშეთა პირველი საჯარო გამოსვლა; იმავე წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისის "სოკოლის" ტანმოვარჯიშეთა გუნდმა ჩეხოსლოვაკიის ტანმოვარჯიშეთა საზოგადოების "სოკოლის" VI საიუბილეო შეკრებაზე(პრაღა) დაბალ ჯგუფში I ადგილი დაიკავა, ხოლო ტანვარჯიშული მრავალჭიდის პირად შეჯიბრებაში III ადგილზე გავიდა; ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზაღზრდას თბილისის სკოლებსა და ტექნიკუმებში; 1937-1941წწ. განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში; 1941 წლიდან მუშაობდა ფიზაღზრდის უფროს მასწავლებლად თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსიტუტში; მისი სახელი მიეკუთვნა თბილისის განათლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა ცენტრალურ სატანვარჯიშო სკოლას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სპორტსმენი(ტანვარჯიში).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.539

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება "შევარდენი" , ერთ-ერთი დამაარსებელი (1918-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1945 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 1936 - სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: