შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ედიბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1965 წელს მუშაობა დაიწყო ელექტრონიკის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1986 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე; არის ბიზნესის ხელშემწყობი საკონსულტაციო-ანალიტიკური სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მათემატიკური მოდელირების, ალგორითმული ენებისა და პროგრამირების დამუშავებას საქართველოში; ინჟინერი გამოთვლითი ტექნიკის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.545; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |