შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა დიმიტრიადი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1951 წელს დაამთავრა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა 1951 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (პროფ. ა. ვირსალაძის კლასი) 1956 წელს. 1956 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის კონცერტმაისტერი, პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან პროფესორი, 2010 წლიდან ემერიტუსი; ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას; რეპერტუარი ქართული: ა. შავერზაშვილი ფანტაზია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1973, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი საფორტეპიანო ტრიო N2 (1969, პირველი შესრულება); თანამშრომლობდა: ნ. ანდღულაძესთან, თ. გაბარაშვილთან, მ. ამირანაშვილთან, მ. იაშვილთან, ლ. და ე. ისაკაძეებთან, ც. ტატიშვილთან, ლ. ჭყონიასთან, ნ. ტუღუშთან, ე. გეწაძესთან, რ. კაკაბაძესთან და სხვ.; უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან, ხშირად გამოდიოდა დუეტში პიანისტ ნ. ავალიშვილთან ერთად; გასტროლებით შემოიარა როგორც სსრკ-ს ქალაქები, ასევე, გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, საბერძნეთი, იუგოსლავია, ისლანდია, ფინეთი, იტალია, შვეცია. პიანისტი, კონცერტმაისტერი, პიანისტი-იმპროვიზატორი; საქართველოს სახალხო არტისტის ნადეჟდა ხარაძისა და დირიჟორ ო. დიმიტრიადის ქალიშვილი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 149; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.176; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.61 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |