Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაიანე დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1953 წელს (ვოკალური). 1935-1937წწ. სწავლობდა თბილისის I მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ ერთი წელი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; მუშაობდა საკავშირო ფილარმონიასა და ექსპერიმენტულ (კამერულ) თეატრში; 1957-1966წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (სოპრანო); 1967 წელს შემოქმედებითი მივლინებით იყო მოსკოვის დიდ თეატრში; 1970-1981წწ. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: წითელქუდა(ვ. გოკიელი "წითელქუდა"), თინა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), მარეხი, მარო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ცირა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ქეთო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მწყემსი(ა. ბუკია "არსენა"), ა. შავერზაშვილი ორატორია "ჩემი სამშობლოს სიმღერები"; სხვა რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა (ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), როზინა (როსინი "სევილიელი დალაქი"), მიმი (პუჩინი "ბოჰემა"); კამერული რეპერტუარი: ქართველ და რუს კომპოზიტორთა რომანსები, ასევე დე ფალიას, დებიუსის, მ. რაველის ნაწარმოებები; გახმოვანებული აქვს, მხატვრული ფილმები: "აბეზარა", "ჩრდილი გზაზე", "ეთერის სიმღერა", "მე შევხვდი ქალიშვილს" (აზერბაიჯანული კინო-ფილმი); გასტროლებით იმოგზაურა: პოლონეთი, ალბანეთი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 152 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |