შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემელიანე დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. ცეკვები შეისწავლა კავკასიური ცეკვების ცნობილ ქორეოგრაფ-პედაგოგ როზენბერგის ხელმძღვანელობით. ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე სამხედრო ნაწილებში და "მუშტაიდში". კავკასიელ ხალხთა ცეკვების მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებისათვის ჯილდოებს იმსახურებდა. ცოტა ხანში სოფელ ბახვში გახსნეს ხალხური ცეკვების შემსწავლელი წრე. მალე დაინიშნა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში ქორეოგრაფად, შემდეგ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად, შედეგად, იგი ძალიან მალე პოპულარული გახდა მთელ აჭარაში. მუშაობდა ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში, დააარსა ხუცუბნის მოცეკვავეთა ანსამბლი, ქობულეთისა და მახინჯაურის უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ქორეოგრაფიული ჯგუფი, ბათუმის ყრუ-მუნჯთა სკოლაში. დადგმული აქვს ცეკვები ოზურგეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან (ლოტბარი ა. ერქომაიშვილი), იგი აქტიურად მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივ საქმიანობაში, ერქომაიშვილთან ერთად იმოგზაურა საქართველოს რაიონებსა და სოფლებში, ადგილობრივი სიმღერის გუნდებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების დასახმარებლად. ეცნობოდა, აგროვებდა და სწავლობდა ფოლკლორის ძველ ნიმუშებს. იყო ქართული ხალხური ცეკვების პროპაგანდისტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. აღზარდა ქართული ხალხური ცეკვის ბევრი გამოჩენილი არტისტი, მათ შორის: ე. ხაბაძე, ბ. სვანაძე, გ. ოდიკაძე, ვ. მეგრელიძე და ბევრი სხვა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 152; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |