The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა დოლიძე

Date of birth:3 August, 1946  (78 years)
Category:Conductor, Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს, ლენინგრადის კონსერვატორია 1976 წელს (საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა).

1976-1978წწ. იყო აფხაზეთის ასსრ სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1979 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი, 1979-1997წწ. აქვე კამერული ორკესტრის დირიჟორი; 2000-2002წწ. ირანის კონსერვატორიის პროფესორი(დირიჟორი, მევიოლინე); 2003-2007წწ.  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის დირიჟორი, 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან შ. შანიძის სახელობის ხელოვნების N20 საორკესტრო სკოლის პედაგოგი, ამავე სკოლის მოსწავლეთა სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და ხელმძღვანელი; მრავალი ქართული ნაწარმოების შემსრულებელი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ი. გოკიელი "წითელქუდა", თ. შავლოხაშვილი "თეთრი მანდილი"; სიმფონიური ნაწარმოებები: შ. მშველიძე "ზვიადაური", ა. ბალანჩივაძე "რიწის ტბა", ს. ცინცაძე "უვერტიურა", დ. თორაძე "თბილისის ღამე"(საორკესტრო ვერსია მ. დოლიძის), ო. თაქთაქიშვილი "ლირიკული უვერტიურა", ასევე ვ. აზარაშვილის, რ. ლაღიძის, გ. ცაბაძის, მ. ბერიკაშვილის, მ. დავითაშვილის, რ. რუმბას, ა. ჩიჩბას, ლ. ჩეპელიანსკის, კ. შენგელიას; სხვა რეპერტუარი, ოპერები: ვერდი "ტრავიატა", როსინი "სევილიელი დალაქი", ბალეტები: ჩაიკოვსკი "მაკნატუნა", ვაინბერგი "ოქროს გასაღები", სიმფონიები: ბეთჰოვენი N2, 4, 6, 7, 8, შუბერტი N5 და N9 (C-dur), ბერლიოზი "ფანტასტიკური", ფრანკი სომფონია d-moll, ჰაიდნი, ლისტი, ჩაიკოვსკი, სტრავინსკი, შოსტაკოვიჩი; ინსტრუმენტული კონცერტები, საფორტეპიანო: მოცარტი, ბეთჰოვენი, შუმანი, ლისტი, რახმანინოვი; სავიოლინო კონცერტები: ბახი ორმაგი კონცერტი, მოცარტი, მენდელსონი, პროკოფიევი; ვოკალურ-ინსტრუმენტული: ბეთჰოვენი "საზეიმო მესა", ვაგნერი, დვორჟაკი, ენესკუ, რაველი, გერშვინი; გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, ირანი, გერმანია, ჰოლანდია.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 153





Share: