Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჩხეტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1952წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე; 1952-1956წწ. იყო სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანის" მთავარი ექიმის მოადგილე; 1956-1958წწ. კურორტ ბორჯომის ტერიტორიული საკურორტო სამმართველოს მთავარი ექიმი; 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა კუჭის პათოლოგიის სხვადასხვა დაავადებების დროს მისი ულტრასტრუქტურის და ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გავლენის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "გამოჩენილი ქართველი კურორტოლოგები"("საბჭოთა საქართველო", 1981). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია. თერაპევტ-კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ფიზიოთერაპიის და კურორტოლოგიის კათედრის გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბორჯომის წყლის მოქმედება კუჭის სეკრეციულ და მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციებზე", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.333 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |