შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ელიოზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წილკანი, დუშეთის რაიონი (ახ. მცხეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1898 წელს, ელიზავეტგრადის სამხედრო სასწავლებელი 1900 წელს. სათავადაზნაურო გიმნაზიაში მღეროდა გუნდში(ლოტბარი ზ. ჩხიკვაძე); 1901-1904წწ. გამოდიოდა თბილისის საოპერო წრეში, რომლის სათავეში იდგნენ ზ. და პ. ფალიაშვილები; მისი საოპერო დებიუტი: ვაგნერი(გუნო "ფაუსტი"); 1906-1910წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში პედაგოგ მაზეტისთან(ვოკალი), პარალელურად მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1910-1912წწ. მღეროდა პეტერბურგის "სახალხო სახლში"; სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: 1913-1914წწ. მოსკოვის ს. ზიმინის(მასალსკის ფსევდონიმით), 1915-1916წწ. ჟიტომირის, 1917-1919წწ. კიევის საოპერო თეატრებში, 1919-1948წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; რეპერტუარი ქართული: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გოჩა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), აბდულ-არაბი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ოთარბეგი (იპოლიტოვ-ივანოვი "ღალატი"); სხვა რეპერტუარი: იაგო, რიგოლეტო, ამონასრო, გრაფი დი ლუნა, ჟერმონი (ვერდი "ოტელო", "რიგოლეტო", "აიდა", "ტრუბადური", "ტრავიატა"), ესკამილიო (ბიზე "კარმენი"), ფიგარო (როსინი "სევილიელი დალაქი"), ვალენტინი (გუნო "ფაუსტი"), სკარპია(პუჩინი "ტოსკა"), ტონიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), დემონი (რუბინშტეინი "დემონი"), მაზეპა, ონეგინი, რობერტი, ტომსკი, ელეცკი (ჩაიკოვსკი "მაზეპა", "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", "პიკის ქალი"); საოპერო მომღერალი, ბარიტონი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 163 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |