შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების სდგილი: ქ. სემიპალატინსკი, ყაზახეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976–1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1980 წლიდან ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის ბრონქული ასთმის იმუნური ძვრების მკურნალობასთან დაკავშირებით. მიღებული აქვს სიგელი საკავშირო ჯანდაცვის მინისტრის პერტროვსკის ხელმოწერით (1974), ჰამალეის საიუბილეო მედალი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმის სხვადასხვა ფორმით დაავადებულთა T და B ლიმფოციტების რაოდენობრივი და ფუნქციონალური აქტიობის გამოკვლევა მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.338 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |