The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ცხაკაია

ნანა ცხაკაია
Date of birth:14 September, 1950  (73 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1975წწ. - ორდინატურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიის კათედრაზე; 1976 წლიდან მ. - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო: პულმონოლოგიური განყოფილების ექიმი, დღის სტაციონარის განყოფილების ხელმძღვანელი, ფთიზიო-პულმონოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკური დირექტორის მოადგილე, ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2012 წლის სექტემბრიდან – რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი; პარალელურად მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულმკერდის საპრობლემო ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის ასისტენტად; 2007-2016წწ. - ზოგადი პედიატრიის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი ბავშვთა ფთიზიატრიაში; 2012 წლიდან - სამედიცინო უნივერსიტეტ "აიეტის" პულმონოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან - ევექსის სამედიცინო კორპორაციის პედიატრიის სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი; 2002 და 2006 წლებში იმყოფებოდა აშშ-ში, აიოვას სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ალერგია-პულმონოლოგიის დეპარტამენტში, სამუშაო ადგილზე. საქართველოს რესპირაციული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი; ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ავტორი; კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) "ტუბერკულოზის მართვა ბავშვებში" ავტორი; 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საერთაშორისო კონგრესების მონაწილე, სპიკერი. ექიმი-პედიატრი, ბავშვთა ფთიზიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ულტრაიისფერი სხივებით დასხივებული სისხლის აუტოტრანსფუზია ფილტვების ბაქტერიული დესტრუქციის დროს ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჟანგვითი პროცესებისა და ინტერფერონული სისტემის როლი პედიატრიული ტუბერკულოზის პათოგენეზში", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.341; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.387; evexhospitals.ge

Member of Organizations

  • ევროპის რესპირაციული ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს რესპირაციული ასოციაცია
  • საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი

Share: