შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ქოიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. 1943 წ. დაამთავრა აბაშის #1 საშუალო სკოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით 1949 წელს. 1953-2009წწ. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას; კითხულობდა ლექციების კურს გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისთვის: მინერალოგიაში, კრისტალოგრაფიაში, ეკზოგენიური საბადოების გეოლოგიაში, ფაციესებსა და ფორმაციებში, გეოქიმიაში, საქართველოს არამეტალურ საბადოებში, საქართველოს დანალექ ფორმაციებში, ლითოლოგიაში; გეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტებისთვის: საქართველოს მინერალურ რესურსებში; გეოფიზიკური სპეციალობის სტუდენტებისთვის: სასარგებლო ნამარხთა საბადოების გეოლოგიაში, საქართველოს არამეტალური საბადოებში და ეკზოგენური საბადოების გეოლოგიაში; ქიმიკოსებისთვის - ლითოლოგიაში. 55 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სასწავლო საველე პრაქტიკას გეოლოგიაში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1955 წელს, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება დაცვის გარეშე. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო შრომა და ორი სახელმძღვანელო. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |