The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ წამალაიძე

დაბადების თარიღი:3 მარტი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუღურე, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1977წწ. იყო ნოვოკუზნეცკის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1977–1982წწ. ახალციხის რაიცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი; 1982 წლიდან ამავე საავადმყოფოს სარაიონთაშორისო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს "ლექციები მსმენელი ექიმებისათვის". ნოვოკუზნეცკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს მწვავე ოსტეომიელიტზე. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის ტვინის შიდა წნევის გაზომვის როლი მწვავე ოსტეომიელიტის ადრეულ დიაგნოსტიკაში და კომპლექსურ–პათოგენურ თერაპიაში."

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ბავშვთა ქირურგიული საზოგადოება (1980-)
  • ნოვოკუზნეცკის ქირურგიული საზოგადოება (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო სიგელი

გააზიარე: