Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სენაკის რ-ნი, სოფ. ნოსირი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1915 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც სამხედრო ექიმი, მონაწილეობს პირველ მსოფლიო ომში, ამ პერიოდშიც არ წყვეტს კავშირს სამშობლოსთან და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხება წერილებს აქვეყნებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ”ნოსირელის” ფსევდონიმით. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მიხაილოვის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ორდინატორის, უმცროსი, უფროსი ასისტენტის თანამდებობაზე; 1931 წელს გადავიდა თბილისის N1 საავადმყოფოში, სადაც ჩამოაყალიბა ნერვულ სნეულებათა განყოფილება, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სტომატოლოგიურ და ნერვულ სნეულებათა კლინიკად; ამ პერიოდში იგი აირჩიეს კლინიკის ხელმძღვანელად და მიენიჭა დოცენტის წოდება; 1931-1953წწ. 38 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა; 1937 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; ერთი წლის შემდეგ მას პროფესორის წოდება მიანიჭეს; 1953 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა ბავშვთა სანატორიუმი კურორტ ახტალაში. შეისწავლიდა ნერვ-კუნთოვანი აპარატის ელექტროაგზნებადობას, ნერვული ბარიერების მნიშვნელობას, საკურორტო ფაქტორების გავლენას ნერვულ სისტემაზე და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 442. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |