Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამარა ჭეიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953–1956წწ. იყო ჰოსპიტალური თერაპიი კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956–1960წწ. მედიცინის ისტორიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1960–1967წწ. თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1994წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სამეცნიერო ეროვნული ცენტრის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 140 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 3 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 საკანდიდატო დისერტაცია. მის მიერ კარდიოლოგიის ინსტიტუტში დაინერგა ჰემომორფოლოგიური კვლევის მეთოდი(1978). კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციური, ჰისტოქიმიური, სტრუქტურული ხასიათის ცვლილებები ექსპერიმენტული ჰიპერქოლესტერინემიის და ათეროსკლეროზის დროს", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.349 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |