The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადეჟდა ზაბელა-ვრუბელი

ნადეჟდა ზაბელა-ვრუბელი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1868
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 1913  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტერბურგი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კაუნასი.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1891 წელს(ვოკალური).

მისი დებიუტი შედგა ლეონორას პარტიით, 1891 წელს პეტერბურგის კონსერვატორიაში სტუდენტთა სპექტაკლში "ფიდელიო"(ბეთჰოვენი); მეცადინეობდა პარიზში მ. მარკეზისთან(ვოკალი); მონაწილეობდა სპექტაკლებსა და კონცერტებში: კიევი, ხარკოვი, პეტერბურგი, მოსკოვი, თბილისი; ზაბელა-ვრუბელის ოსტატობას მაღალ შეფასებას აძლევდა ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვი, რომლის ოპერებში წარმატებით ასრულებდა მთავარ პარტიებს, კომპოზიტორმა საგანგებოდ მისთვის დაწერა საოპერო პარტიები: მარფა("მეფის საცოლე"), დედოფალი-გედი("ზღაპარი სალთან-მეფეზე"), მეფის ასული("უკვდავი კოშჩეი"), უძღვნა რამდენიმე რომანსი; 1894-1895წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ის იყო მხატვარ მ. ა. ვრუბელის მეუღლე; რუსი საოპერო მომღერალი, ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 182



გააზიარე: