შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ზაბუკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქ. ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს (საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო). 1951-1961წწ. იყო თბილისის რკინიგზელთა მხატვრული აღზრდის სახლის პედაგოგი (ფორტეპიანო); 1962-1966წწ. თბილისის N5 საშუალო სკოლის, 1966-1968წწ. ახალქალაქის მუსიკალური სკოლის(ფორტერპიანო), 1968 წლიდან თბილისის N11 მუსიაკლური სკოლის პედაგოგი; თხზულებები: ბალეტი "ჩიპოლინო" (1965), საბალეტო ნომერი "შეხვედრა" სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, საგალობლები ბავშვებისათვის "გლორია", "სანქტუს", "მამაო ჩვენო", "აგნუს დეი" (მოსკოვის კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით); სიმღერების ციკლი: "საშობაო", "რატომ მაქვს გული ნათელი", "როგორ ანათებს შუქი ღამეში", "საკურთხეველი", "წმინდა ოჯახი" (1995 წელს შესრულდა მოსკოვში); სიმღერები სხვადასხვა პოეტებისა და საკუთარ ლექსებზე: "ენძელა", "გზაზე", "მთაზე", მუსიკის ჰიმნი"; საფორტეპიანო ნაწარმოებები: "ბურთი", "ბოიართა ცეკვა", "აღმოსავლური", "თემა ვარიაციებით"; კამერულ-ინსტრუმენტული: "მელოდია" ვიოლონჩელოსათვის, "რომანსი" ვიოლინოსათვის, "განწყობა" ფლეიტისათვის, "ელეგია" 2 კლარნეტისათვის; კომპოზიტორ შ. დავიდოვ-დავითაშვილის მეუღლე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 182 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |