შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ჭირაქაძე-თაქთაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში საწარმოო დიაგნოსტიკური პრეპარატების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1964-1974წწ. მიკრობთა ფიზიოლოგიის ფაგოტიპირების საკავშირო ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1964-1976წწ. ინსტიტუტის სწავლულ მდივნად; 1994 წლიდან მიკრობიოლოგიური განყოფილების გამგედ; 1982 წელს ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიწვეული იყო ინდოეთსა და მონღოლეთში დიარეეზის კონსულტანტად. ავტორია 95 სამეცნიერო ნაშრომის. 1961-1996წწ. საქართველოში ჩაატარა S typhimurimm-ის შტამების ფაგოტიპირების ანალიზი. ამზადებს ახალგაზრდა კადრებს მიკრობიოლოგიასა და ბაქტერიოფაგიაში. 1991 წლიდან მუშაობდა სამედიცინო უმაღლეს სასწავლებელ "აიეტში". მკურნალი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები სტაფილოკოკური ინფექციის მკურნალობის დროს", დაიცვა 1959 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "Разработка новой схемы фаготопирования Сальммонелл тифимуриум на основе выделения изучения и отбора бактериофагов с типосрецифическими свойствами", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.351 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |