The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სორთმან ჯაფარიძე

სორთმან ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1964–1967წწ. იყო სანატორიუმ "ლიკანის" ქირურგი; 1967–1974წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს "ხელოვნური თირკმლის" განყოფილების გამგე; 1974–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980–1990წწ. კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 2 გამოგონება. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლების ცვლილებების და მათი შექცევადობის ხარისხის გამოკვლევა და ობიექტური შეფასების მეთოდის შემუშავება მექანიკური ანურიის დროს", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელებში განვითარებული დარღვევები სეფსისის დროს და მათი კლინიკური მნიშვნელობა", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 374; ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.geსვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.509 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • თსსუ პროფკავშირული კომიტეტი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მედიკო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

გააზიარე: