The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან კვერენჩხილაძე

რომან კვერენჩხილაძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1993  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1979 წელს აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო 1991 წელს–დირექტორად; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია, რეგიონალური გეოგრაფია და გეოგრაფიის ისტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დაბეჭდილია საქართველოში, აშშ-ში, ჩინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ავტორია სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა. მასვე ეკუთვნის მრავალი სტატია საბჭოთა, საქართველოს, უკრაინის და სხვა ენციკლოპედიებისათვის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1963 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოკავშირე რესპუბლიკების სატრანსპორტო სისტემის ფორმირების გეოგრაფიული პრობლემები", დაიცვა 1975 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების სამინისტროს გეოგრაფიის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო , თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: