შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი ხოშტარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1964-1990წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ მუშაკად, უფროს მეცნიერ მუშაკად; 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი აბაშის №88 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990-1991წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად; კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს I კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. ადამიანის უფლებათა დაცვისას გამოჩენილი მამაცობისთვის მიღებული აქვს ჰიუმან რაიტს უოჩის პრემია (1995). არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.282; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 412; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |