The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანუელ ფაუნდეს ბარანდა

მანუელ ფაუნდეს ბარანდა
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით, ამავე ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები.

სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"(კინოფილმ "დონ-კიხოტის" მთარგმნელ-კონსულტანტად), მანაგუის(ნიკარაგუა) სიმონ ბოლივარის სახელობის ენერგეტიკულ პროფსასწავლებელში(მთარგმნელ-ლოგისტად), სტუდია "თბილისის" დირექტორად; ფირმა "ტემენსის"კომერციულ დირექტორად; არასამთავრობო ორგანიზაციის - "ექიმები საზღვრის გარეშე" - ესპანეთის განყოფილების ადმინისტრატორად; მადრიდის(ესპანეთი) უნივერსიტეტის ევროპის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლად ამიერკავკასიაში; 2003-2008წწ. ტელეკომპანიებში "მე-9 არხი", "იმედი" და "მზე" ამზადებდა და უძღვებოდა კულინარიულ გადაცემებს. 2005-2009წწ. იყო  ესპანეთის რეგიონალური კვლევითი ცენტრის -"პრესალის" წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. მუშაობდა პროფესიული სწავლების ცენტრ "იკაროსის" კულინარიული პროგრამების კოორდინატორად. კულინარი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.142  


გააზიარე: