The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევდემოზ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:ევდემოზ დიასამიძე
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1643
დაკრძალვის ადგილი:ანჩისხატის ტაძარი, ქ. თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების დროს, ქართლ-კახეთის მეფე იყო თეიმურაზ I; მას თეიმურაზთან ნათესაობაც აკავშირებდა(თეიმურაზის ვაჟს დავითს - ცოლად ჰყავდა მისი დისწული); ამდენად ადვილი ასახსნელია მისი აქტიური მონაწილეობა ქართლის მეფის, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში; გარდა ამისა, კათოლიკოსს უმთავრესად ეროვნული ინტერესები ამოძრავებდა; მიუხედავად როსტომის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ლოიალური დამოკიდებულებისა, კათოლიკოსისათვის მიუღებელი იყო ყიზილბაშური ტრადიციების გაბატონება-დამკვიდრების ტენდენცია; შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტზე კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევა; შეთქმულების დამარცხების შემდეგ იგი სხვებთან ერთად დააპატიმრეს, ციხეშივე დაახრჩვეს და მისი გვამი ნარიყალას ციხიდან გადააგდეს; საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღეა 4(17) ოქტომბერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.549


გააზიარე: