The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ეზიკაშვილი

Date of birth:18 December, 1915
Date of death:26 September, 1994  (at 78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგომექანიკის ფაკულტეტი 1939 წელს.

1939-1942წწ. მუშაობდა ქუთაისის ლითოფონის ქარხნის მთავარი ინჟინერ-მექანიკოსის მოადგილედ; 1942-1946წწ. თბილისის ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორად; 1946 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც 1954 წლიდან იყო მანქანათა ნაწილებისა და ამწევ-სატრანსპორტო მანქანების კათედრის გამგე: 1990 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე კათედრის პროფესორი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება მანქანათა გაანგარიშება-დაპროექტების მეთოდების სრულყოფას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1955).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.564

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: