The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ელბაქიძე

თინათინ ელბაქიძე
Date of birth:5 August, 1933
Date of death:14 August, 2023  (at 90 years)
Category:Actor/Actress, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; იყო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი; 1961-2004წწ. მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის დირექტორად; ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას; ჰქონდა საავტორო გადაცემები: "რაღაც უნდა გადარჩეს" და "ლიტერატურული სალონი"; 1980 წელს დაარსა "ერთი მსახიობის პუბლიცისტური თეატრი", რომლის პირველი სპექტაკლები დაიდგა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე; შემდეგ ამ თეატრმა გადაინაცვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 5 წელი იარსება; იყო ამ თეატრის მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, კომპოზიტორიც და რეპერტუარის ავტორიც; თეატრის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: "რუსთაველის ნაკვალევზე (ი. აბაშიძე), "წინ დავით აღმაშენებლისაკენ" (აკ. ბაქრაძე), "პატარა სამშობლო" (გ. ქიქოძე); 1956-1961წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შასრულა 20-მდე როლი, მათ შორის: მაია წყნეთელი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ბიანკა (უ. შექსპირის "ოტელო"); ავტორია კრებულებისა: "ჩემი კუნძული", "რადიოს ოქროს ფონდის საგანძური".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.614; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.250

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების მედალი
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography

  • სხვა და სხვა : კრებული (Author). - თბილისი, ახალი განათლება, 2007. - 248გვ.
  • ხმოვანი ქრონიკა : საქართველოს რადიოს "ოქროს ფონდის" საგანძური (Author). - თბილისი, 2006. - 252გვ.
  • ჩემი კუნძული : მოგონებები, წერილები (Author). - თბილისი, ახალი განათლება, 2003. - 172გვ.

Share: