შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გავრილ თამამშევი![]()
ბიოგრაფიასაქართველოში მცხოვრები სომეხი მეცენატი; I გილდიის ვაჭარი, კომერციული მრჩეველი, სტანისლავ III–ის ორდენის კავალერი; მისი სახსრებით აშენდა თბილისში ოპერის (სახაზინო) თეატრის პირველი შენობა, რომელსაც საძირკველი ჩაეყარა 1847 წლის 15 აპრილს; შენობის დაგეგმარების თავისებურება მშენებლობის პირობებით იყო ნაკარნახევი; მეფის ხაზინა უარს ამბობდა დაფინანსებაზე, ამიტომ კერძო პირს, გაბრიელ თამამშევს მიმართეს წინადადებით ჩაედო თანხა თეატრის მშენებლობაში, რის სანაცვლოდ შენობის დიდ ნაწილში სავაჭროები მოთავსდებოდა, ამასთან, მაღაზიები მის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო თეატრი კი ქალაქს გადაეცემოდა; თამამშევი ეწეოდა ქველმოქმედებას, ეხმარებოდა ხელმოკლე ხელოვანებს, პედაგოგებს; მისი სახსრებით აშენდა აგრეთვე თბილისის თაღი, რომელიც აღმოსავლეთის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა; მან სიცოცხლეშივე თავისი ბიბლიოთეკა (41000 წიგნი) საჩუქრად გადასცა ქალაქს, რითაც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შექმნის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა; სომეხი მეცენატი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 192 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |