| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ელიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1884 წელს; ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველი ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1889) გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და დაამთავრა 1897 წელს. საქართველოში დაბრუნებულმა ზაქათალის ოლქის სოფელ კახის ექიმად დაიწყო მოღვაწეობა. ამ დროს აქვეყნებს პირველ მედიკო-ტოპოგრაფიულ წიგნს "ზაქათალის ოლქის მედიკო-ტოპოგრაფიული აღწერა" (1904, რუსულად); 1897-1914 წლებში ბაქოში დაიწყო ექიმად მუშაობა; 1921-1929 წლებში საქართველოსა ჯანსახკომის სტატისტიკური განყოფილების უფროსია; 1926 წელს პარალელურად განაგებდა მის მიერ პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებულ სოციალური ჰიგიენის კათედრას; ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას; 1888 წლიდან მისი მეცნიერული, პოპულარული, ლიტარატურული, ნოველისტური, პუბლიცისტური ნაწერები და საბავშვო მოთხრობები იბეჭდებოდა საქართველოს პრესაში ("ივერია", "მოამბე", "ჯეჯილი", "ნაკადული" და სხვა). შემდეგში ეს მოთხრობები ერთ წიგნად შეკრული გამოვიდა სათაურით "სამშობლო ბუნების სარკე" (1911); იყო აკაკის მკურნალი, მეცენატი და მეგობარი, აკაკის ანდერძის პოეტის ნების აღმსრულებელი. წვლილი მიუძღვის მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის აღნუსხვა-მოწესრიგებაში; ცნობილი ექიმი-თერაპევტი, ჰიგიენისტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.644; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.41; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.264 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

