The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არზაყან ემუხვარი

არზაყან ემუხვარი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ემუხვარი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 1939  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხორთოლი, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი.

სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე; წარმოშობით აფხაზ თავადთა ოჯახიდან; ადრე დაობლებული აღიზარდა ძიძის ოჯახში; პირველდაწყებითი განათლება სოფელ ოქუმში მიიღო, სწავლა განაგრძო თავდაპირველად ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1902 წელს დაამთავრა; სწავლის პერიოდში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიანტი იყო; გადაწყვეტილი ქონდა რუსეთში სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ შეძლო; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძვნების შემდეგ მას საშუალება მიეცა თავისი ნიჭი და ენერგია ქვეყნის სამსახურისათვის მოეხმარებინა; დიდ წინააღმდეგობას უწევდა ადგილობრივ შოვინისტებს, ბოლშევიკ რენეგატებს, რუსული და თურქული ინტერესების აქტიურ დამცველებს; 1919 წლის მარტში აფხაზეთში ჩატარდა სახალხო საბჭოს დემოკრატიული არჩევნები; 18 მარტს ახლად არჩეულმა საბჭომ იგი თავმჯდომარედ აირჩია; მალე იგი სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის მთავრობას, კერძოდ კომისარიატს; 1921 წელს საქართველოს ეროვნულ მთავრობასთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო; თავდაპირველად სტამბულში ცხოვრობდა, ბოლოს პრაღაში დაბინავდა, სადაც მცირერიცხოვან ქართველთა კოლონიას მეთაურობდა; 1939 წლის 8 მარტს იგი ეწვია ქართულ ემიგრაციას პარიზში, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა მათ მუშაობას, მაგრამ ავად გახდა და გარდაიცვალა;  ემიგრაციაში მყოფს მიმოწერა ჰქონდა სამშობლოში დარჩენილ ოჯახთან - მეუღლე მარიამ ჩიკვაიძესა და შვილებთან: ვლადიმერსა(რომელიც, როგორც ჩანს, 1937 წელს ამ მიმოწერას ემსხვერპლა) და გიორგისთან(გივისთან); ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იყო "აფხაზეთის დიდი მამულიშვილი და საქართველოს უსაზღვრო პატრიოტი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.659

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის სახალხო საბჭო, თავმჯომარე
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: