შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარგარიტა თუშმალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1941 წელს (გრაფიკა). 1965-1975წწ. იყო "ელენე ახვლედიანის მხატვარ ქალთა ჯგუფის" წევრი; მუშაობდა წიგნის გრაფიკაში (რამდენიმე ათეული წიგნი), პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, ექსლიბრისი; მუსიკალური თემატიკა: მუსიკალურ ღონისძიებათა, საპრემიერო დადგმების მხატვარული პლაკატები, აფიშები, ემბლემები, ქართველ მუსიკოსთა ექსლიბრისები (ა. ბალანჩივაძე, მ. დავითაშვილი, მ. დოიჯაშვილი, ჯ. კახიძე, ი. კეჭაყმაძე, ს. ნასიძე, რ. ქუთათელაძე, ს. ცინცაძე, გ. ყანჩელი, ასევე ჰ. ნეიგაუზი, ლ. რააბენი, ნ. ზეიფასი); მუსიკისმცოდნე რ. ქუთათელაძის პორტრეტი (1971, ფერწერა, 1980 გუაში) და სხვ. მხატვარი, გრაფიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 211
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |